რატი იონათამიშვილი: ოპოზიცია ვირტუალურ დღის წესრიგს ქმნის და ისეთ თემებზე საუბრობს, რომელიც საფუძველს მოკლებულია

Read Time:30 Second

ოპოზიცია ქმნის ვირტუალურ დღის წესრიგს და საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც რეალურად დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მათ (ოპოზიცია) აქვთ ვირტუალური დღის წესრიგი, რომლის საკითხები საფუძველს მოკლებულია. სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ჩვენ ოფიციალურად მოვისმინეთ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველო არის ერთგული ევროპული, დასავლური არჩევანის და მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ერთგულებაში ხაზი გაესვა როგორც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას, ასევე მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებას. ამის მერე ოპოზიცია რომ სანქციებზე საუბრობს, არასერიოზულია და თუკი ვირტუალური დღის წესრიგის მონაწილე და გამზიარებელი დარჩება ოპოზიცია, ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაში მათ პოლიტიკური მომავალი ნამდვილად არ აქვთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: რიგგარეშე არჩევნები არ არის მოთხოვნა, სრული კაპრიზია
Next post ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რა ცვლილებები შევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესებში