რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ პატიობს საზოგადოებას, რომ 2012 წელს ხელისუფლებიდან ერთხელ და სამუდამოდ გაუშვა

Read Time:42 Second

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ პატიობს საზოგადოებას, რომ 2012 წელს ხელისუფლებიდან ერთხელ და სამუდამოდ გაუშვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

კითხვაზე რა მექანიზმი აქვს ხელისუფლებას, რომ მძიმე პროვოკაციები თავიდან აირიდოს, იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ისინი პროვოკაციას არ დაუშვებენ და ნებისმიერი ასეთ მცდელობას აღკვეთენ.

„საამისოდ ჩვენ გვაქვს ის, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერდება. მთავარია, რომ ჩვენი საზოგადოება არის ძლიერი, სახელმწიფო არის ძლიერი და არ დავუშვებთ, რომ ამ განვითარებას რაიმე ხელი შეეშალოს. მით უმეტეს, ისეთი დესტრუქციული ძალების მხრიდან, რომლებიც სინამდვილეში ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ რევანშისტულად არიან განწყობილი ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვერ პატიობს საზოგადოებას, რომ 2012 წელს ხელისუფლებიდან ერთხელ და სამუდამოდ გაუშვა. ისინი ყოველ ჯერზე ცდილობენ, შური იძიონ საზოგადოების მიმართ ამ გადაწყვეტილების გამო. სწორედ, ქართულ სახელმწიფოს, ეკლესიას, ინსტიტუტებს ებრძვიან ისინი და ყოველ ჯერზე ძალიან მტკივნეულ და მწარე მარცხსაც განიცდიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
Next post ევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროკავშირის წარუმატებლობამ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე ადეკვატურად ეპასუხა, რუსეთს უბიძგა, აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები გაეგრძელებინა