რატი იონათამიშვილი: მიდგომა, რომ სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლი ამოღებულია სისხლის სამართლის კოდექსიდან, ძალიან მცდარი და არასწორია

Read Time:1 Minute, 11 Second

ის მიდგომა, რომ სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლი ამოღებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსში, ეს არის ძალიან მცდარი და არასწორი. რასაკვირველია, ჩვენ ამას მომდევნო მოწვევის პარლამენტში გამოვასწორებთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

რატი იონათამიშვილმა კომენტარი წინა ხელისუფლების დროს, სისხლის სამართლის კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ვფიქრობ, საკითხი ჩვენ საერთო ჭრილში უნდა დავინახოთ. ფაქტია, რომ იმ დროს საგარეო მიმართულებაზე პასუხიმგებელი გუნდი ერთხმად ამბობდა, რომ დავით გარეჯის დიდი ნაწილი არ არის საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ფაქტია ისიც, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან გაქრა რუკა, რომელიც საქართველოს სასარგებლო ინფორმაციას შეიცავდა. ასევე, სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ჩვენ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დავით გარეჯი იყო მეორეხარისხოვანი თემა და აი ამ ვითარებაში ზუსტად ქრება სისხლის სამართლის კოდექსიდან 307-ე მუხლი, რომელიც სახელმწიფო ღალატზე აწესებდა პასუხისმგებლობას. ცხადი ეს ყველაფერი ერთობლიობაში უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან ეჭვებს აღძრავს, რასთან გვქონდა საქმე. ვფიქრობ, ის მიდგომა, რომ სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლი ამოღებული უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსში, ეს არის ძალიან მცდარი და არასწორი. რასაკვირველია, ჩვენ ამას მომდევნო მოწვევის პარლამენტში გამოვასწორებთ”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ბათუმელ ახალგაზრდებს შეხვდნენ
Next post კახა კუჭავა ნოღაიდელის წერილზე: ეს არის ბრწყინვალე ილუსტრაცია იმისა, თუ რა პოზიცია ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას