რატი იონათამიშვილი – კრიმინალური ოპოზიცია საკუთარი დანაშაულებრივი და უპასუხისმგებლო ბუნების ლუსტრაციას ყოველდღე ახდენს

Read Time:1 Minute, 7 Second

ეს კრიმინალური ოპოზიცია საკუთარი დანაშაულებრივი და უპასუხისმგებლო ბუნების ლუსტრაციას ყოველდღე ახდენს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სატუსაღოს ბენეფიციარია.

„ეს კრიმინალური ოპოზიცია საკუთარი დანაშაულებრივი და უპასუხისმგებლო ბუნების ლუსტრაციას ყოველდღე ახდენს. ფარისევლობით, სიცრუით, არასერიოზულობით და უპასუხისმგებლობით ეკიდებიან საზოგადოებას, რაც დაუშვებელია. თუ ასე გააგრძელებენ, არ გამოვრიცხავ, რომ მათთვის ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა სათუო იყოს. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი კი არ არის, სატუსაღოს ბენეფიციარია. ის არის კონკრეტულ საქმეებზე მსჯავრდებული და ბრალდებული, მათ შორის ეს საქმეებია გირგვლიანის, ქონების გაფლანგვის, ვალერი გელაშვილის გატაცება-ცემის, 7 ნოემბრის დარბევის. ეს საქმეები არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, არამედ ევროპული სასამართლოს სტანდარტით, ის ორგანიზატორია დანაშაულებრივი სისტემის. ასეთ ადამიანებზე გამოკიდება ნიშნავს ამ დანაშაულების ნორმად მიქცევას. კრიმინალური ოპოზიცია ასე იქცევა. ამას საზოგადოება ხედავს და ადეკვატურად შეაფასებს. მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა უშინაარსო, გაურკვეველი და ბოლო პერიოდში უხარისხო დრამატურგიით სავსე ვიდეოდრამები, რაც მის ხასიათში ზის. მას საქმესთან, პროგრესთან და მომავალთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან თავისი ბუნებისა და შინაარსით ეს არის წარსული ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი არის შუა საუკუნეების მმართველის ტიპაჟის განსახიერება. ეს ადამიანი არის არასტაბილური და არამდგრადი ადამიანი, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მისი მხარდამჭერები არაერთხელ მოატყუა და რაც დრო გადის, მისი და მისი პარტიის რეიტინგი უფრო უფასურდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

7 სექტემბერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძალა ერთობაშიამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად დაასახელეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინვე პრემიერობის საკითხზე ვიდეომიმართვისას ისაუბრა. მას საქართველოში დაბრუნების თარიღი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ჩერგოლეიშვილმა აღიარა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ – ნაცები და მათი კომპანიები უკვე წლებია აყალბებენ სოციოლოგიურ კვლევებს
Next post ანა მიქელაძე – რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით