რატი იონათამიშვილი: თუ ვინმე ეცდება, ეს ეროვნული და სახელმწიფოებრივი საკითხი პოლიტიკური ნიშნისკენ წაიყვანოს, ის თვითლუსტრირებას განახორციელებს

Read Time:55 Second
 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა დავით გარეჯის საკითხის შეფასებისას განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის, ასევე ქვეყნის ეროვნული ამოცანა უნდა იყოს, რომ ამომწურავი პასუხები მივიღოთ ამ სრულიად ლეგიტიმურ და საფუძვლიან კითხვებზე. „ფაქტია, რომ ორი მეგობარი ქვეყანა 1996 წელს შეთანხმდა, რომ იხელმძღვანელებდა 1938 წლის რუკით, ფაქტია, რომ ამ რუკის მიხედვით დავით გარეჯის სრული კომპლექსი შედიოდა საქართველოს ტერიტორიაში, და ისიც ფაქტია, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან ეს რუკა გაქრა. ამან დააზიანა საქართველოს სახელმწიფო ინტერესი. აღმოჩნდა, რომ ამ რუკის ორიგინალები თურმე ინახებოდა კონკრეტული ადამიანების კაბინეტებში. შესაბამისად ეს კითხვები არის სრულიად ლეგიტიმური და მე ვფიქრობ, რომ თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამის მიმართ საკმაოდ აქტიური და დიდი ინტერესი უნდა ჰქონდეს და უნდა მიიღოს ამომწურავი პასუხები ამ კითხვებზე. ვინც არიდებს თავს, რომ ამ კითხვებს უპასუხოს, ან მანიპულირებით ცდილობს ეს საკითხები პოლიტიკური მიმართულებით გადაიტანოს და ამის მცდელობა ჩვენ უკვე დავინახეთ ოპოზიციიდან, ეს ფაქტობრივად არის ლუსტრაცია, რომ მათ აწუხებთ რაღაც და აწუხებთ ალბათ ის, რომ შესაძლოა გარკვეული მონაწილეობა ჰქონდათ ამაში მიღებული. არ ვიცი, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ და წინ ვერ გავასწრებთ მოვლენებს, მაგრამ ის, რომ ჩვენ გვაქვს ამის მაღალი ინტერესი, ვფიქრობ ეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა“, -განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მონაკოს პრინცესას ვიზიტი საქართველოში საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით ხორციელდება
Next post ირაკლი კობახიძე: ეს არის გამორჩეულად მძიმე მოვლენა, რადგან საქმე ეხება ქართული მიწის სავარაუდო გასხვისებას