აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:55 Second

3 ათასგვერდიანი ნაშრომი დაწერეს და კონკრეტული მაინც ვერ თქვეს, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს მისი გაყვანა საზღვარგარეთ. ახლა აქციას მართავენ და მას ფუთავენ, თითქოს სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„სამიათასგვერდიანი ნაშრომი დაწერეს და კონკრეტული მაინც ვერ თქვეს, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს მისი გაყვანა საზღვარგარეთ. ახლა აქციას მართავენ და მას ფუთავენ, თითქოს სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა და როგორც ჩანს, ერთმანეთს უწყობენ აქციებს იმისთვის, რომ როგორმე მეტი მხარდამჭერი ჰყავდეთ იმ არჩევნებისთვის, რომლის თარიღის ჩანიშვნის უნარიც არ აქვთ. ეს ჯაჭვი აჩვენებს სწორედ თუ როგორი კრიზისია „ნაციონალურ მოძრაობაში“, რაც ნამდვილადაა სამართლიანი და დამსახურებული, ვინაიდან დესტრუქციის იქეთ ჩვენ ეს პარტია არაფრით გვახსოვს. ფაქტობრივად, ასე ამთავრებენ ისინი არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მწვავდება. ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ერთი პარტიის წევრები ერთმანეთს მედიის საშუალებით ესაუბრებიან. პარალელურად პარტიის წევრები აქტიურად საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაშინ როცა ოჯახის მოთხოვნა საპირისპიროა.

პოლიტსაბჭოს წევრები 11 დეკემბერს შეიკრიბებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ როდის და რა ფორმით ჩატარდება არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობა ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები