რატი ბრეგაძე: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები ადამიანის უფლებების რეალიზაციასა და მართლწესრიგის დაცვაზე იქნება მიმართული

Read Time:27 Second

რატი ბრეგაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც ახალი აღმკვეთი ღონისძიების – გადაადგილების შეზღუდვის შემოტანას ისახავს მიზნად, იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა ექნება.

„ეს იქნება ეფექტიანი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და ხარჯთეფექტური ღონისძიება და ბუნებრივია, მას ექნება იუსტიციის სამინისტროს სრული მხარდაჭერა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტში და დარწმუნებული ვართ, ახალი კანონი მიმართული იქნება ადამიანის უფლებების რეალიზაციასა და მართლწესრიგის დაცვაზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. ცვლილების მიზანი ახალი აღმკვეთი ღონისძიების – გადაადგილების შეზღუდვის შემოტანაა, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის გზით უნდა განხორციელდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თელ-ავივის მერიამ ხმაურთან ბრძოლა გამოაცხადა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საწვავის იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ დააკლეს ფასი ივლისსა და აგვისტოში 10-10 თეთრით, კიდევ უფრო მეტად, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე