რატი ბრეგაძე: პენიტენციურ დაწესებულებაში ინფიცირების შანსი პრაქტიკულად, ნულამდეა დაყვანილი, რათა დაცული იყვნენ როგორც იქ მყოფი პატიმრები, ასევე ჩვენი თანამშრომლები

Read Time:56 Second

პენიტენციურ დაწესებულებაში ინფიცირების შანსი პრაქტიკულად, ნულამდეა დაყვანილი, რათა დაცული იყვნენ როგორც იქ მყოფი პატიმრები, ასევე ჩვენი თანამშრომლები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით ინფიცირების 96 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი, რაც პატიმრების სრული რაოდენობის მხოლოდ 1%-ია. ბრეგაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულთაგან 90% საკარანტინო სივრცეებიდან არიან. მინისტრის განმარტებით, ისინი ციხეებში ახალი შეყვანილი იყვნენ და კორონავირუსი მათ დაკვირვების დროს გამოუვლინდათ. ამჟამად ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობის კურსს პენიტენციურის გარეთ, სამედიცინო დაწესებულებებში გადის და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ კორონავირუსის ინფექცია არ გავრცელებულიყო. საბედნიეროდ, ინფიცირებულია პატიმართა მხოლოდ 1% და ინფექცია არ გავრცელებულა, როგორც ამას ამბობდნენ გარკვეული ძალები, თითქოს, ეს მასიურად ვრცელდებოდა.

„რაც შეეხება იმ ღონისძიებებს, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ, რათა ინფექცია არ გავრცელდეს, მიმდინარეობს პატიმართა გეგმური ტესტირება, კერძოდ, თვეში ორჯერ ხდება მათი ტესტირება PCR-ის მეთოდით, რომელიც მოგეხსენებათ პრაქტიკულად უტყუარია. ასევე, ის თანამშრომლები, რომლებიც ციხეებში იმყოფებიან, ესენი არიან: უსაფრთხოებისა და რეჟიმის ოფიცრები, სამედიცინო პერსონალი, გარე დაცვის სამსახური, ყველ მათგანი კვირაში ერთხელ იტესტება. მოგეხსენებათ, ისინი სამ დღეში ერთხელ მორიგეობენ და შესვლისას იტესტებიან სწრაფი ტესტირების მეთოდით. პრაქტიკულად, ინფიცირების შანსი ნულამდეა დაყვანილი, რათა დაცული იყვნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები, ასევე ჩვენი თანამშრომლები“, – განაცხადა ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან – მთავარი მოტივი არის ის, რომ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება
Next post შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ მუნიციპალიტეტებში არ დააყენა კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების შანსი ექნებოდათ, რათა, არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას