რატი ბრეგაძე: „პატიმრის უფლებების დაცვა  თუ შურისძიებაა, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს“

Read Time:48 Second

„რაც შეეხება თითქოსდა რაიმე სახის შურისძიებას, ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი
მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა იყოს სტაბილური. თუკი  ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რაიმე
სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს“, – უპასუხა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტს
შეკითხვაზე,  თითქოს საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის სპეციალური
პენიტენციური სამსახურის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არის „შურისძიება“.
„ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას და ჩამოყალიბდა არაფორმალურად ინფორმაციის გაცვლის
პლატფორმა, რომელშიც არიან,  მათ შორის,  სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის
თავმჯდომარეები და ჩვენ რეგულარულად ვცვლით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის
უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ექიმებისგან შემდგარი
სპეციალური ჯგუფი, შედგა კონსილიუმი და ჩვენ მივიღეთ მათგან გარკვეული რეკომენდაციები,
რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული. თუკი  ეს რაიმე სახის შურისძიებაა,
ბუნებრივია, ამაზე რაიმე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა რატი
ბრეგაძემ.
როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა,  ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის
მდგომარეობა არის სტაბილური. რაც შეეხება მის ჰოსპიტალიზაციას, ამისთვის არსებობს
დადგენილი წესები. მინისტრის თქმით, როდესაც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მართვის
საჭიროება დადგება,  ყველა შესაბამის ზომას მიიღებენ, რაც იქნება კანონთან ზუსტ
შესაბამისობაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, გოგა გულორდავა, რომელსაც უპირისპირდება ყველაზე ანტიეროვნული და სახელმწიფოს მტერი, ორგანიზაცია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი
Next post სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა მედპერსონალმა უნდა გადაწყვიტოს და არა ადვოკატებმა, თუ საჭირო გახდა სხვა ტიპის დაწესებულებაშიც გადავიყვანთ – დიმიტრი ხუნდაძე