რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, მასზრე ზრუნავს სამედიცინო პერსონალი და უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც მას ესჭიროება

Read Time:43 Second

მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. მასზრე ზრუნავს სამედიცინო პერსონალი და უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც მას ესჭიროება. სხვა სახის კომენტარი ჩემგან მინიმუმ ეთიკური არ იქნება, რადგან საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ექიმების წინააღმდეგ არაერთი ცილისმწამებლური კამპანია იხილა.

„მე სხვებს მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, თუმცა საუბრობს ყველა, ვისაც ეს საკითხი არ ეხება. არა მხოლოდ მსგავსი ტიპის საუბარია, არამედ, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენ არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვიხილეთ, მაგალითად ექიმების წინააღმდეგ და სხვადასხვა ეთერში ჩვენ ვხედავდით როგორ ლანძღავდნენ ამ ექიმებს, მაგრამ ვფიქრობ, მადლობა უნდა გადავუხადოთ ექიმებს, რომლებიც მიუხედავად ამდენი შეურაცხყოფისა და ხელშეშლისა, ასრულებენ თავის მოვალეობას. თუკი ვინმეს გააჩნია სამართლიანი პრეტენზია ექიმების მიმართ, ამისთვის არსებობს ჯანდაცვის სამინისტრო და მათ შორის პაციენტის უფლებების შესახებ კანონშიც და მთელ რიგ სხვა საკანონმდებლო აქტებში გაწერილია პროცედურები, თუ როფორ უნდა იმოქმედოს დაინტერესებულმა პირმა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთს ტერიტორიების 20%-ი ჩააბარეს, სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდეს და ამის ჩამდენი ხალხი პრორუსულობას დაბრალებს გუნდს, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ვიზა ლიბერალიზაციას მიაღწია, კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე – მამ
Next post მამუკა მდინარაძე- “არცერთი მამაკაცი არ არის კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, აქ ვარ ძალიან კატეგორიული და ხისტი”