რატი ბრეგაძე – იყო ტრადიცია, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრებს უნივერისტეტები სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემოდათ, ბიძინა ივანიშვილმა კი სახელმწიფოს არათუ სიმბოლურ ფასად, არამედ სრულიად უსასყიდლოდ, მილიარდზე მეტი ღირებულების საუკუნის პროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გადასცა

Read Time:42 Second

„იყო  ტრადიცია,  რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრები ღებულობდნენ უნივერისტეტებს სიმბოლურ ფასად სახელმწიფოსგან და რა პასუხი გაეცა ამას ბატონი ივანიშვილის მხრიდან, მართლაც რომ უპრეცედენტო, მილიარდზე მეტი ინვესტიცია, რომლითაც  უნივერსიტეტი აშენდა“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქართული ოცნების“ საჩხერის მერობის კანდიდატის ლევან ივანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საუკუნის პროექტია, რომელის სახელმწიფოს უსასიდლოდ გადაეცა.

„ ეს არის მართლაც რომ საუკუნის პროექტი. თამამად შეიძლება ამის თქმა და რაც გაკეთდა მომავალში სრულიად უსასყიდლოდ,  არათუ სიმბოლურ ფასად გადაეცა სახელმწიფოს.  აი ეს არის შედარება და აქვე კიდევ ერთ გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი ძველსა და ახალს როდესაც ვადარებთ:  შუაგულ თბილისში, მოგეხსნებათ,  გაყიდული იყო იპოდრომი და იქ იგეგმებოდა სხვადასხვა მშენებლობის განვითარება, უბნის აშენება და ა.შ.  ამ ადამიანმა გამოისყიდა ეს ტერიტორია და დღეს,  თბილისში შენდება მართლაც  რომ უნიკალური ცენტრალური პარკი, რომლითაც დარწმუნებული ვარ არა მარტო თბილისლები, არამედ მთელი საქართველო იამაყებს.  სწორედ ამაშია ძირითადი სხვაობა“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერა საერთოდ არაფერს ნიშნავს, რადგან იგი ანულირებულია და ამ ხელმოწერას ფასი არ აქვს
Next post საქსტატი: 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 56.7%-ით, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი 43.4%-ით გაიზარდა