რატი ბრეგაძე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით წარდგა

Read Time:57 Second

დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებს ეხება. კონფერენციას ევროპის ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციას რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.

ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრი სიტყვით წარდგა და იმ ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გატარდა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია. გასული წლების განმავლობაში გატარებული სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმები გენდერული კუთხით ჩვენი მიდგომის საუკეთესო ილუსტრაციაა. ჩვენი პოლიტიკა ემყარება 4 პრინციპს: ძალადობის თავიდან აცილება, მსხვერპლთა დაცვა, ეფექტური გამოძიება და უწყებათაშორისი თანამშრომლობა. ყველა ეს მიმართულება სრულყოფილად არის ასახული სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებში, მათ შორის, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების მეორე ეროვნულ სტრატეგიასა და თემატურ სამოქმედო გეგმებში“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი.

დუბლინის კონფერენციის ფარგლებში ოჯახში, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის შესახებ დეკლარაციას მიიღებენ. დეკლარაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, გააძლიერონ ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული მექანიზმები; ყურადღება გაამახვილონ მოძალადეთა რეაბილიტაციასა და ძალადობრივი ქცევის კორექციაზე, ასევე, მოუწოდებენ სახელმწიფოებს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციისკენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება, 2023 წლის იანვრიდან კი 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება
Next post მამუკა მდინარაძე – გიორგი ვაშაძეს ამ სიბინძურისთვის რაც ეკუთვნის, ამის თქმას ვერ ვიკადრებ, ისეთ მორალურ ფსკერზეა, ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა