რატი ბრეგაძე: ბუნებაში არ არსებობს მსგავსი საკანონმდებლო ნორმა, რომ მსჯავრდებული პატიმარი გადაყვანილი იყოს სამკურნალო თუ სხვა მიზნებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ

Read Time:1 Minute, 4 Second

რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, სამკურნალოდ იქნება ეს, თუ რამე სხვა მიზნით, ბუნებაში არ არსებობს მსგავსი საკანონმდებლო ნორმა, რომ მსჯავრდებული პატიმარი გადაყვანილი იყოს სამკურნალო თუ სხვა მიზნებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესთავაზა მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომ ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანონ.

„არსებობს ერთი წესი, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და რამე სახის კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი, ბუნებრივია, ჩვენს მიერ ვერ იქნება გაკეთებული. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, სახელმწიფომ ყველანაირად შეუწყო მათ ხელი, რომ მათ შორის უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც დააკმაყოფილეს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, შესულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ამ ექსპერტიზის მუშაობაში. ამავე პათოსის გაგრძელებაა და ჰუმანური გადაწყვეტილების, რომ თუკი ვინმე შესაძლოა უკმაყოფილო იყოს საქართველოში მკურნალობით და ეს რა თქმა უნდა გემოვნებისა და შესაძლებლობის საკითხია, სად იმკურნალებს ადამიანი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრისთვის ეს შეუძლებელია, იუსტიციის სამინისტრომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესთავაზა მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომ ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანონ და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ექიმს, რომ ჩაერთოს მისი მკურნალობის პროცესში. მაშინ უკვე სხვაგვარადაც შეიძლება დაისვას კითხვა, თუკი იმ შენობაში, სადაც ის გადის მკურნალობას, ნებისმიერ ექიმს შეუძლია შემოსვლა ნებისმიერი კლინიკიდან და სახელმწიფო ამაში ხელს შეუწყობს, მაშინ რაღა რჩება პრობლემა? გამოდის, რომ აქ საუბარია მხოლოდ თავისუფლებაზე და არა მკურნალობაზე“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: ექიმები პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენო – ასეთი განცხადებები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ამ ხალხისთვის არ არსებობს წითელი ხაზები და არ დაინდობენ არავის
Next post დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 9 დეკემბერს აინთება