რას უნდა მიაქციოს აბიტურიენტმა ყურადღება პროგრამების არჩევისას – გამოცდების ეროვნული ცენტრი ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს

Read Time:46 Second

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. აბიტურიენტების ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხები ონლაინ ღია კარის დღეების დასრულების შემდეგ ქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში ცენტრის დირექტორმა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა 2021 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესთან, ასევე მათ შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ამჯერად გურიასა და აჭარაში მცხოვრებ აბიტურიენტებს მიაწოდეს.

„ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის Microsoft Teams-ის პროგრამით 2020 წლის ნოემბრიდან იმართება. ყოველი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათთვის, ვინც შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო, ცენტრი ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს ამზადებს. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე.

ონლაინშეხვედრა უკვე შედგა რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან. ღია კარის დღეები ასევე ჩატარდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონების მეთორმეტეკლასელებთანაც.

შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო ღია კარის დღის კონკრეტული თარიღის შესახებ მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. დეტალური ინფორმაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნდება“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკის მოქალაქე, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთს სთხოვა – ვინ არის პატრიკ დაუნი, რომელსაც ოპოზიციური მედია ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ იყენებს
Next post კახა კახიშვილი – „ტვ პირველში“ ძალისმიერი მეთოდებით შესვლასა და მასალის ამოღებას არავინ აპირებს