რას იწვევს არასაკმარისი ძილი

Read Time:46 Second

უძილობა

იმ ადამიანებში, რომლებსაც დღე-ღამეში 6 საათზე ნაკლები სძინავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი მაღალია. ეს საფრთხე შედარებით ნაკლებად ეხება მას, ვისაც 7-8 საათის განმავლობაში სძინავს. როგორც EurekAlert-ი წერს, ასეთ დასკვნამდე ესპანელი და ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ.

კვლევაში 3 973 ესპანელი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის განმავლობაში ისინი ატარებდნენ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც მათი ძილისა და სიფხიზლის ხანგრძლივობას ითვლიდა.

მოხალისეები 4 ჯგუფად გადაანაწილეს. გარდა ამისა, მათ დაავადებების გამოსავლენად კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდათ.

როგორც გაირკვა, იმ ადამიანებში, რომლებსაც 6 საათზე ნაკლები ეძინათ, ათეროსკლეროზის განვითარების შანსი 27%-ით მაღალი იყო იმათთან შედარებით, რომლებსაც 7-8 საათი ეძინათ.

გარდა ამისა, ღამით შფოთვა და ხშირი გაღვიძება სისხლძარღვების დაავადებების რისკს 34%-ით ზრდის. თუმცა სპეციალისტების თქმით, 8 საათზე მეტ ხანს ძილი ასევე ხელს უწყობს ათეროსკლეროზს.

არსებობს მოსაზრება, რომ ძილისთვის აუცილებელი დრო 8 საათია. სპეციალისტების უმრავლესობის აზრითაც, ზრდასრული ადამიანისთვის ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა 7-8 საათია. მაგრამ საინამდვილეში ყველაფერი კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული: ვიღაცისთვის 6 საათიც საკმარისია, სხვას კი 9 საათიც არ ჰყოფნის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ორი შვილი სახლში ელოდებოდათ… გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო” – ავარია გორის რაიონში ცოლ-ქმრის დაღუპვით დასრულდა
Next post ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილისა და მონუმენტ „ადამიანისა და მზის“ ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება