რას გვირჩევენ მედიკოსები ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად

Read Time:50 Second

ხშირად გვიკვირს, რომ ადამიანთა ნაწილი, რომელიც დიდი გურმანობით გამოირჩევა

და საკმაოდ კალორიულ საკვებსაც რეგულარულად მიირთმევს, წონაში არასოდეს იმატებს, მაშინ როცა, ამა თუ იმ დიეტის მკაცრად მიმდევარნი, ვერაფრით იკლებენ ჭარბ კილოგრამებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ზოგს მეტად აჩქარებული და გაძლიერებული აქვს მეტაბოლიზმი, იმისათვის, რომ ადამიანმა წონაში დაიკლოს, აუცილებელად უნდა გააქტიუროს, დააჩქაროს მეტაბოლიზმის პროცესები ორგანიზმში. ამისათვის მედიკოსები რამდენიმე რეკომენდაციას გვაძლევენ:
1) საკვებ რაციონში უნდა ჩართოთ მეტი ცილა – ცილები განსაკუთრებით აჩქარებს მეტაბოლიზმს, სულ მცირე 15-30 %-ით. გარდა ამისა, ცილები გვიცავს გადაძღომისაგან, რადგან საუკეთესოდ უზრუნველყოფს

დანაყრების შეგრძნებას;

2) სვით სათანადო რაოდენობის წყალი – წყლის დეფიციტი მეტაბოლიზმის შენელების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, ამიტომაც დღის განმავლობაში მკაცრად უნდა აკონტროლოთ მიღებული წყლის რაოდენობა;
3) ინტენსიურად დაიტვირთეთ ფიზიკური აქტივობით – ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას ბევრი ენერგია იხარჯება, იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს ორგანიზმის მოთხოვნა კალორიათა დასაწვავად. ეს განსაკუთრებულად აჩქარებს მეტაბოლიზს;
4) რეგულარულად სვით მწვანე ჩაი – British Journal of Nutrition- ში განთავსებული ერთ-ერთი ავტორიტეტული შრომის შედეგები ადასტურებს იმას, რომ მწვანე ჩაი 4-5 %-ით აჩქარებს ორგანიზმის მეტაბოლისმს; რაც მთავარია, ეს ყველაზე მარტივი საშუალებაა შედეგის მისაღწევად, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროდუქტის უსაფრთხოება მარკეტებში და დაცული შეფუთვები – როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ინფიცირების რისკი შევამციროთ
Next post გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატო-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს