რამდენ ჟურნალისტს კლავენ და აპატიმრებენ მსოფლიოში ყოველწლიურად. სტატისტიკა

Read Time:2 Minute, 57 Second

3 მაისს მსოფლიომ თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები მათ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, გაიზარდა. 1990 წლიდან მსოფლიოში მთლიანობაში 2500-ზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა. რამდენიმე დღის წინ, 30 აპრილს ავღანეთში ორი თავდასხმის შედეგად მედიის 10 წარმომადგენელი   მოკლეს, მათ შორის BBC-ს ჟურნალისტი და სააგენტო AFP-ს ფოტოკორესპონდენტი.ეს დღე ამ კვირაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი აღმოჩნდა პრესის თანამშრომლებისათვის. BBC შეეცადა გაერკვია, გახდა თუ არა ჟურნალისტის პროფესია უფრო საშიში.

მოკლული ჟურნალისტების სტატისტიკა

ჟურნალისტების უფლებების დამცველი ორგანიზაციები თვალს ადევნებენ მედიის მოკლული, მოტაცებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული თანამშრომლების რაოდენობას 1990-იანი წლებიდან. ჟურნალისტების გარდა ისინი აკვირდებიან მედიის სხვა თანამშრომლების – მთარგმნელების, რედაქტორების და მძღოლების ბედსაც. ისინი თვალს ადევნებენ სიკვდილის რომელი ფაქტები იყო შემთხვევითი, რამდენი ჟურნალისტი დაიღუპა მიზანმიმართული თავდასხმებისაგან და რამდენი ასრულებდა დაღუპვის მომენტში სახიფათო დავალებას.

2017 წელს 82 ჟურნალისტი მოკლეს. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 1990-იან და 2000-იან წლებში თითოეული წლის შედეგებით საერთო ციფრი 100 ადამიანს არ აჭარბებდა.

1990-იანების დასაწყისიდან შუა წლებამდე ციფრი გაიზარდა სამოქალაქო ომების გამო ალჟირში, ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში. ამას მოჰყვა სტაბილური ზრდა 2003 წელს ერაყში ომის დაწყებით. ყველაზე მაღალი მაჩევენებელი (155 დაღუპული ჟურნალისტი) იყო 2006 წელს. 2007 წელს ეს ციფრი 135-მდე დაეცა.

1990-2017 წლებში დაღუპული ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების რაოდენობა  (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სტატისტიკა)

1990 – 40
1991 – 75
1992 – 65
1993 – 93
1994 – 121
1995 – 77
1996 – 60
1997 – 48
1998 – 37
1999 – 67
2000 – 37
2001 – 100
2002 – 70
2003 – 92
2004 – 129
2005 – 80
2006 – 155
2007 – 135
2008 – 85
2009 – 113
2010 – 94
2011 – 101
2012 – 121
2013 – 105
2014 – 118
2015 – 112
2016 – 122
2017 – 82
2018 – 32

ანალიტიკოსების თქმით, შარშანდელი წლის შედარებით დაბალი მაჩვენებლი სიმშვიდის საბაბი არ არის, რადგან ჟურნალისტების დაღუპვის მიზეზები შეიცვალა. სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ გავრცელების გამო, ჟურნალისტებს თავს ესხმიან მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ჟურნალისტები არიან. უცხოელი ჟურნალისტების გატაცების და მკვლელობის ტალღის გამო, რომელიც 2012 წელს გაჩნდა, საინფორმაციო ორგანიზაციების პოლიტიკა შეცვალა. ისინი „ცხელ წერტილებში“ ნაკლებ ჟურნალისტს გზავნიან. დღეს მოკლული ჟურნალისტების დიდი წილი ადგილობრივ ჟურნალისებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებზე მოდის.

ყველაზე საშიში ქვეყნები ჟურნალისტებისათვის

2017 წელს დაღუპული ჟურნალისტების უმრავლესობა მოკლულია იმიტომ, რომ ისინი ანტკიკორუფციულ ან კრიმინალურ ფაქტებს იძიებდნენ. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ბოლო ექვსი წელი იყო უკიდურესად სახიფათო დრო ჟურნალისტებისათვის და ყველაზე საშიშ ადგილებად ასახელებენ ფილიპინებს, რუსეთს და მექსიკას. ეს უკანასკნელი შარშანდელი წლის მონაცემებით ჟურნალისტებისათვის ყველაზე სახიფათო ქვეყანაა.

1990-2017 წელს დაღუპული ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სტატისტიკა)

ერაყი – 335
ფილიპინები – 153
მექსიკა – 144
პაკისტანი – 124
რუსეთი – 110
ალჟირი – 106
ინდოეთი – 106
სირია – 83
სომალი – 81
ავღანეთი – 70
ბრაზილია – 65
კოლუმბია – 56
რუანდა – 51
იუგოსლავია – 48

მექსიკასა და ავღანეთში შეიარაღებული დაჯგუფებების მიზნები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ხშირად ისინი ჟურნალისტების გასაჩუმებლად ანალოგიურ მეთოდებს იყენებენ. უფლებადამცველების თქმით, ახლახან მალტასა და სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტების მკვლელობას დიდი რეზონანსი მოჰყვა, მაგრამ ეს დიდი სურათის მხოლოდ ნაწილია. ზოგჯერ მსროლელს ან მკვლელს აპატიმრებენ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მთავარი მკვლელი ანუ დანაშაულის შემკვეთი დაუსჯელი რჩება.

დაპატიმრებული ჟურნალისტების სტატისტიკა

მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა მნიშვნელოვანია მაჩევენებელია, რომლითაც მედიის წარმომადგენლებისთვის წინაშე არსებული საფრთხე იზომება, მაგრამ ის ერთადერთი არ არის. 2017 წელს დააპატიმრეს 262 ჟურნალისტი.

დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა წლების მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით (ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის სტატისტიკა)

2000 – 81
2001 – 118
2002 – 139
2003 – 138
2004 – 122
2005 – 125
2006 – 134
2007 – 127
2008 – 125
2009 – 136
2010 – 145
2011 – 179
2012 – 232
2013 – 211
2014 – 221
2015 – 159
2016 – 259
2017 – 262

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ეს ყველაზე მაღალი ციფრია ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამასთან მონაცემები 2017 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, შესაბამისად რეალური ციფრი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. პროფესიული საქმიანობისთვის ჟურნალისტების დაპატიმრების მხრივ ლიდერი ქვეყნები არიან თურქეთი (73), ჩინეთი (41), ეგვიპტე (20).

წყარო: imedinews.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ
Next post ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები – მონაწილეობას არ მივიღებთ არც ერთ შეჯიბრში, ვწყვეტთ ვარჯიშს, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება