ჟურნალი „დეკანტერი“ ქართული ღვინის შესახებ წერს

Read Time:33 Second

მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ღვინის ჟურნალ „დეკანტერის“ ოქტომბრის ნომერში ქართული ღვინის სარეკლამო სტატია დაიბეჭდა.

სტატია სათაურით: „ტრადიცია ხვდება ინოვაციას. ქართული ღვინის აღმოჩენა” – ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებზე, 8000-წლიან უწყვეტ ისტორიაზე, საქართველოს ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის აღიარებასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტებზე მოგვითხრობს.

სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოები: „ასკანელი ძმების“ მუზა „თბილღვინოს“ ქვევრის რქაწითელი, „ბადაგონის“ ალავერდის ტრადიციები, „ქართველის“ საფერავი ქვევრი, „შატო მუხრანის“ ქვევრის საფერავი 2017, „მარნისკარის“ შატო ნეკრესი-სანავარდო და „კორპორაცია ქართული ღვინის“ აკიდო – წინანდალი.

დეკანტერი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალია ღვინოზე, რომელიც 100-მდე ქვეყანაში იყიდება. „დეკანტერის“ ექსპერტები ყოველწლიურად უწევენ რეკომენდაციას ათასობით ღვინოს. მისი მკითხველები არიან ღვინის პროფესიონალები, მოყვარულები, კოლექციონერები და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგმა ავღანეთში შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე დაასახელა
Next post გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ