მარტი 29, 2024
0 0
Read Time:40 Second

პოლიტიკური საქმიანობა არაა ჯანსაღი, თუ არ არსებობს დიალოგი, პარლამენტის გვერდის ავლით, პლურალიზმს ვერ დავამკვიდრებთ. ყველას ვთხოვთ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამ მდგომარეობაში – ქვეყანა ებრძვის პანდემიას და ამასთან, ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი აქვს შესასრულებელი. ესაა საარჩევნო სისტემის, სასამართლო სისტემის რეფორმა. მთავრობისთვის, ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რათა სამომავლოდ, შეთანხმება მიიღწეს. პოლიტიკური საქმიანობა არაა ჯანსაღი, თუ არ იარსებებს დიალოგი, პარლამენტის გვერდის ავლით, პლურალიზმს ვერ დავამკვიდრებთ. ყველას ვთხოვთ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდნენ“ – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები