პროფკავშირები: მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება უკანონოდ შეუზღუდეს

Read Time:1 Minute, 17 Second

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება სასამართლოს მიერ მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილისთვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პროფკავშირების თქმით, მეტროს მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების შეზღუდვა მკვეთრად ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს.

გაერთიანებული პროფკავშირები სახელმწიფოს კანონმდებლობის ისე შეცვლისკენ მოუწოდებს, რომ დასაქმებულებს გაფიცვის უფლების ეფექტური რეალიზების საშუალება მიეცეთ.

“პროფკავშირებთან კონსულტაციის გარეშე, 2013 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით №01-43/ნ დამტკიცდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა, რომელმაც მოიცვა ისეთი დარგები, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ფაქტობრივად აუკრძალა გაფიცვა დასაქმებულთა უმრავლესობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, შრომითი უფლებების დაცვის ყოველგვარი ალტერნატიული, გაფიცვის უფლების შეზღუდვის სანაცვლო საკომპენსაციო მექანიზმების გარეშე, რაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების უხეში დარღვევაა.

იგივე ეხებათ იმ დასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ დაწესებულებებში, რომლის საქმიანობის შეჩერებაც შეუძლებელია ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა, არ განმარტავს თუ რა იგულისხმება ამგვარ სამსახურებში და იძლევა დასაქმებულთა გაფიცვის უფლების საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის საშუალებას.

პროფკავშირების გაერთიანება უახლოეს მომავალში მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შრომის კანონმდებლობაში გაფიცვის შემზღუდველი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით და გამოიყენებს მის უფლებამოსილებას საჩივრით მიმართოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტს”, – წერია განცხადებაში.

თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების განმავლობაში“.

 

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კოვზანაძე ვენაში ავსტრიის პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდება
Next post ძიუდოისტებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედეს