პრემიერ-მინისტრი კახეთში ახალ სასტუმროს გახსნის

Read Time:28 Second

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ახალ სასტუმროს „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნის, რომელიც კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.

სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ამასთან, „ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.

პროექტი KTW-ჯგუფს („კახური ტრადიციული მეღვინეობა“) ეკუთვნის და მისი საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ში მამას 4 წლის შვილის პროსტიტუციის მიზნით გაყიდვისთვის 60 წელი მიუსაჯეს
Next post პეტრო პოროშენკო – სააკაშვილისა და სავჩენკოს მხილება სპეცსამსახურების სახელმძღვანელოში შევა