პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

Read Time:52 Second

მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის პირველადი არქიტექტურული ესკიზი და საპრეზენტაციო მასალები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს წარედგინათ.

წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე მომზადებულ მასალებს კომისიის წევრები იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის ფარგლებში გაეცნენ. დღესვე კომისიის წევრებმა განიხილეს ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს. მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის მეორე სხდომას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) ესწრებოდნენ.

საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ბოიკოტი და 12 რეკომენდაციის შესრულების მიზანი ერთმანეთთან შეუთავსებელია
Next post არქიმანდრიტი კირიონი: საზღვარს უნდა გაევლო გარეჯის მთის ფერდის ძირიდან 600-დან 800 მეტრში და საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ ის, რომ თხემზე ამოვიდა ეს საზღვარი და მონასტერი ჩიჩხიტური და უდაბნო მოექცევა აზერბაიჯანის მხარეს