მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 25 Second

მძიმეა იმის აღიარება და გათვითცნობიერება, რომ დღეს, როდესაც ქვეყანაში რეალური კრიზისია, როდესაც მოქალაქეებს უჭირთ და ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, განათლება, ეკონომიკა, არც ერთი შეკითხვა საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით არ ყოფილა, – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ეს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემებია, რომლებსაც უჭირთ, სამუშაო დაკარგეს, ბევრს ოჯახში შემოსავალი დააკლდა, ბევრს სესხი აქვს და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არც ერთი შეკითხვა არ ყოფილა.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ცოტა ემოციური მომენტებიც იყო, თუმცა დიდწილად მე და ჩვენი გუნდის წევრებს მწუხარება გვალაპარაკებდა. ადამიანებს გაუკვირდათ ჩემი ემოციური რეპლიკა – კურდღლები რატომ დაგვიძახაო – მაშინ როდესაც ისინი ამ წუთში აქ არ არიან. მძიმეა იმის აღიარება და გათვითცნობიერება, რომ დღეს, როდესაც ქვეყანაში რეალური კრიზისია, როდესაც მოქალაქეებს უჭირთ და ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, განათლება, ეკონომიკა, არც ერთი შეკითხვა საანგარიშო პერიოდთან დაკავშირებით არ ყოფილა. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ეს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემებია, რომლებსაც უჭირთ, სამუშაო დაკარგეს, ბევრს ოჯახში შემოსავალი დააკლდა, ბევრს სესხი აქვს და ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არც ერთი შეკითხვა არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ტრაგიკულია. ამის ნაცვლად იყო გავრილოვი, 20 ივნისი, ხორავას ქუჩის და კერზაიას ტრაგედიების გახსენება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი შეფასება. თუმცა დღეს დღის წესრიგი სხვა უნდა ყოფილიყო. დაახლოებით 2 წელია, ამ ტრიბუნასთან დგომის პირობებში მე აქ სხვა თემები არ მახსენდება. ჩემთვის მორალურად გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია იყოს პოლიტიკური სპეკულირების საგანი? როდესაც დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს ადამიანები იქცევიან ასე, ეს შეიძლება დეზერტირობის ტოლფასიც იყოს. მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. მესმის, რომ რეალურ პრობლემებზე საუბრისგან გაქცევა მარტივია, როდესაც შეიძლება სხვა ადამიანების ტრაგედიებზე სპეკულირება მოახდინო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები