მარტი 29, 2024
0 0
Read Time:30 Second

ქუთაისში, პარლამენტის შენობის ბაზაზე IT-ჰაბის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტის პარტნიორი შესაძლოა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდეს.

„მოგეხსენებათ, ქუთაისში პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იქ IT-მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT-ჰაბი და არა მხოლოდ, ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენს ქართველ სტუდენტებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და აქაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აქვე მინდა აღვნიშნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პარტნიორი ამ პროექტში“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები