პრეზიდენტი გაეროს სამიტზე საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების საკითხებზე ისაუბრებს

Read Time:36 Second

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთნ ერთად, 30 სექტემბერს გაეროს სამიტზე სიტყვით გამოვა, რომელზეც ბიომრავალფეროვნების დაცვის ახალ მიდგომებზე იმსჯელებენ.

გაეროს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი თუშეთს ეწვია, რადგან თუშეთი თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების მხრივ გამორჩეულია და დაათვალიერა ეროვნულ პარკი, რომელიც 15000 ჰექტარზეა განთავსებული, ფლორის 1000-ზე მეტ და ფაუნის 180-მდე სახეობაა წარმოდგენილი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ბიომრავალფეროვნება უნიკალურია და მისი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნება, როგორც დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენის, ასევე, საქართველოსთვის ენდემური სახეობების კონსერვაციის თვალსაზრისით.

პრეზიდენტის განცხადებით, ტურიზმის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების ქსელის კიდევ უფრო განვითარება, ასევე, დაცული ტერიტორიების, როგორც ტურისტული მიზიდულობის ცენტრების და ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება.

პანდემიის გამო, სამიტი გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში, 30 სექტემბერს ვირტუალურად ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარაში, 47 კი თბილისში გამოვლინდა
Next post დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ საკუთარი და სხვათა ჯანმრთელობა