პორტუგალიის გრან პრიზე სულამანიძემ ფინალში იაპონელი არაი ერთ წუთში დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა

Read Time:21 Second

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე ასპარეზობას განაგრძობს.

ილია სულამანიძემ (100კგ) ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ჩეხი ლუკაშ კრპალეკის ძლევის შემდეგ, ფინალში ერთ წუთში, ორი ვაზარით იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

რამდენიმე წუთში ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი იჭიდავებს.

პორტუგალიის გრან პრიზე დღეს გამომსვლელმა კიდევ ოთხმა ძიუდოისტმა – ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ნიკა ხარაზიშვილმა (ორივე 90 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილმა (100კგ) და ლევან მატიაშვილმა (+100კგ) ტურნირი უმედლოდ დაასრულეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს ისტორიული კავშირები ქართველებსა და ბასკებს შორის. ამ კავშირებით ქართველები ძალიან ვამაყობთ
Next post დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ზე: ჩათვალეს, რომ ფინანსური პრესის გამო, ხელისუფლებაზე გავლენას მოახდენს და ქვეყანა ომში ჩაერთვება