აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:41 Second

პირველადი ჯანდაცვის რგოლში მეტი ინვესტირება და რეფორმირება არის საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„სწორი მიდგომაა, რომ პირველად ჯანდაცვაში მეტი ინვესტირება, საბოლოო ჯამში, ჰოსპიტალურ სექტორს განტვირთავს და ხარჯებს შეამცირებს. თუმცა, რაც შეეხება ზოგად პირველად ჯანდაცვას, ფულთან ერთად, მას რეფორმის განხორციელებაც სჭირდება. უბრალოდ ფული რომ ჩავდოთ, შედეგს ვერ მივიღებთ, მაგრამ ხარჯი გაგვეზრდება, როგორც პირველად ჯანდაცვაში, ასევე ჰოსპიტალურ სექტორში. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ ინვესტირებისა და რეფორმირების აუცილებლობის გარდა, მინისტრის მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის საკითხების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივად დელეგირების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„მომდევნო წელს, პასუხისმგებლობას, ეტაპობრივად, ჯანდაცვის სამინისტრო აიღებს და  რემონტებისა და სოფლის ამბულატორიების ნაწილში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. ვთანხმდებით, რომ საბოლოო ჯამში, ეს საკითხი სამართავად მერიებს უნდა გადაეცეს და ფუნქცია ადგილობრივ დონეზე უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები