პეტრო პოროშენკო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს

Read Time:43 Second

პეტრო პოროშენკო ყირიმში გამართულ 18 მარტის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს. ამის შესახებ MSN-ი წერს.

უკრაინის პირველი პირი განმარტავს, რომ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინის არჩევნები იყო ლეგიტიმური და ზოგაგად რუსეთის საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ კომპეტენციას მოკლებულია.

რუსეთი ყირიმში 2014 წლის 18 მარტს შევიდა.

ოფიციალური მოსკოვისა და კიევის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყეს. კონფლიქტიდან დღემდე 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ვლადიმერ პუტინისთვის რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევა დასავლელ ლიდერებს ამ დრომდე არ მიულოცავთ. პუტინმა მილოცვები მიიღო რამდენიმე ქვეყნის ლიდერისგან. მათ შორის არის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ჩინეთის პირველი პირი სი ძინპინი.

ამ წუთებში ვლადიმერ პუტინი კრემლში დამარცხებულ კანდიდატებს ხვდება.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66 % მიიღო (56 მილიონზე მეტი) რუსული მედიის ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99,84 % უკვე დაამუშავა.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობა 67% იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტყიბულში მეზობლის მიერ ცოცხლად დამწვარი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
Next post „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქციის დროს პოლიციამ ექვსი პირი დააკავა