პატრიარქი: ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავძლიოთ ეს მძიმე მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა აღმოჩნდა

Read Time:36 Second

ათონის მთა არის სულიერი ცენტრი, ამიტომ თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ თქვენ ყურადღებას აქცევთ ჩვენს ცხოვრებას, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს საპატრიარქოში სტუმრობისას.

უწმინდესის თქმით, იგი მოხარულია, რომ შედგა არქიმანდრიტ ეფრემისა და ათონის მთის დელეგაციის წევრების ვიზიტი საქართველოში.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს მძიმე მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა აღმოჩნდა.

ათონის მთა არის სულიერი ცენტრი, ამიტომ თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ თქვენ ყურადღებას აქცევთ ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სამონასტრო ცხოვრება გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვაღწევთ იმას, რაც გვინდა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გაკეთდა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე“, – განაცხადა უწმინდესმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post The Business Times: CREDIT Suisse Group-ის ტრასტმა აღიარა, რომ უნდა მიეღო გონივრული ზომები, რათა მოეგვარებინა ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ანგარიშებიდან თანხების არასანქცირებული გადარიცხვის საკითხი
Next post შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რასაც NDI-ის კვლევა იწვევს, არის პოლარიზაციის გაღრმავება, მათ ადგილას დავფიქრდებოდი, ამ კვლევებს რამდენად აქვს აზრი