პატრიარქი: სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრების

Read Time:45 Second

სულის შაბათს, მიცვალებულთა ხსენების დღეს, საპატრიარქო სოციალურ ქსელში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

აღნიშნულით კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმარს უცხადებს მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„სულთმოფენობის წინა დღე, მიცვალებულთა დიდი დღეა და ამ დღეს მართლმორწმუნენი განსაკუთრებულად იხსენებენ გარდაცვლილ ახლობლებს. ჩვენც, ჩვენის მხრიდან, აღვავლენთ ლოცვებს მართლმადიდებლობით აღსრულებულ ჩვენს წინაპართათვის, სამშობლოს კეთილდღეობისათვის დამაშვრალთა და ეკლესიის მსახურთათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომწყდართათვის, კოვიდ-პანდემიით გარდაცვლილთა და ყოველთა ახლადშესვენებულთათვის.

ერთხელ კიდევ გულისტკივილით, ასევე, ვიხსენიებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღეს განსაცდელში მყოფი უკრაინელებისთვის და შეეწირნენ სისხლისმღვრელ ომს. ღმერთმა აცხონოს მიხეილ თევდორაძე, გიორგი ქააძე, ილია (ვანო) ჩოხელი, სერგო ლისიხი, მიხეილ მაზანაშვილი, დავით ქუჩუკიანი, ზურაბ ოდიშვილი, ვახტანგ ბარაბაძე, არსენ ქეცბაია, ზვიად გიგანი…

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმრის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილთან ჭიდილში თქვენი შეფასება – ნული, ირაკლი კობახიძესთან ჭიდილში თქვენი შეფასება – ნული. დასკვნა: ანუ არავინ და არაფერი ხართ!
Next post ირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობას აქვს მკაფიო მახსოვრობა იმ უმძიმეს წლებთან დაკავშირებით, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო