პატრიარქი: ბოროტთან ბრძოლა გაგვიადვილდება, თუ გაჭირვებულებზე ვიზრუნებთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ქადაგებისას მრევლს სიყვარულისა და სულიერი სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხარებას. ეს სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულია. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის – ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდნენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო.
დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეუერთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციურ სამყაროს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა.
წმინდა მამები ამბობენ: როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას. განსაკუთრებით ებრძვის ახალგაზრდობას.
ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისთვის, გაჭირვებული ხალხისათვის. ეს ერთ-ერთი სახეობაა ბრძოლისა. ჩვენ გაგვიადვილდება ბრძოლა ბოროტთან, თუ ვიზრუნებთ გაჭირვებულ ხალხზე.
ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა დაგლოცოთ! სულიწმინდა მოვიდეს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარავდეთ თქვენ! დალოცვილი და გახარებული იყავით. ღმერთმა ბედნიერი და სასიხარულო აღდგომა გაგვითენოს!“, – ბრძანა პატრიარქმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: მივდივარ 29 აპრილს, მაგრამ ვინმესთან საჩხუბრად ან სავადავოდ კი არ მივდივარ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი გაყოფა არ შეიძლება… – იმედა კახიანი
„მივდივარ 29 აპრილს, მაგრამ ვინმესთან საჩხუბრად ან სავადავოდ კი არ მივდივარ, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი გაყოფა არ შეიძლება... ასე საქართველო...
ბექა ჩხაიძე ლაზარე გრიგორიადისზე: ტენდერი და მუსიკაო – ნაცების დროს ცოცხლად ატყავებდნენ ბიჭებს და ეს რაზე წუწუნებს
ტენდერიო ბიჭოო და მუსიკაო - ნაცების დროს ატყავებდნენ ბიჭებს ცოცხლად და ეს რაზე წუწუნებს - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ბექა...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ქართველ და ამერიკელ მკვლევრებს საპატიო ჯილდოები გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ამერიკელ მეცნიერებს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, სტუ-ის ინფორმატიკისა...
გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება, - ამის შესახებ განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...
კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით?!— ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
შესაძლოა, სიმსივნის 3 გავრცელებული ტიპის დიაგნოსტირებაში მალე ახალი ტესტი დაგვეხმაროს, რომელსაც ამისთვის მხოლოდ მცირეოდენი ამომშრალი სისხლის ლაქა სჭირდება. მონაცემებს ხელოვნური ინტელექტი...
ალექსანდრე იაშვილი: მინდა, ჩვენი ნაკრების სახელით, უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ფონდ „ქართუს“ მადლობა გადავუხადო
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ფონდ „ქართუს“ მადლობას უხდის. „ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო ამბავია. ჯილდო არის დაფასება იმ შრომის, რასაც...