მარტი 29, 2024
0 0
Read Time:38 Second

პასტერის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანს.

პასტერის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების რისკი არავაქცინირებული ადამიანებისას შეადარეს.

კვლევა ვაქცინაციის დაფარვის შემდეგ სავარაუდო სცენარებს ეფუძნება: 12-დან 17 წლამდე ასაკის პირებში 30%-იანი დაფარვა, 18-დან 59 წლამდე – 70% და 60 წლის ზემოთ – 90%.

კვლევის სხვა მონაცემები ხაზს უსვამს ინფიცირების მკვეთრ ვარდნას მაშინ, როდესაც ვაქცინაციის კამპანია ეფექტურია. პასტერის ინსტიტუტის სცენარში, არავაქცინირებულ ადამიანებზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების 75% მოდის.

მკვლევრები აცხადებენ, რომ არავაქცინირებული ზრდასრულები საავადმყოფოების დატვირთვას უწყობენ ხელს. კვლევის საბაზისო სცენარში, 60 წელს გადაცილებული არავაქცინირებული ადამიანები მოსახლეობის 3%-ს შეადგენს, თუმცა მათზე ჰოსპიტალიზაციის 35% მოდის.

გარდა ამისა, არავაქცინირებული პირები ვირუსის გადაცემას არაპროპორციულად უწყობენ ხელს: არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსის სხვებზე გადაცემის შესაძლებლობა თორმეტჯერ უფრო მეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულ ადამიანს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები