მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 14 Second

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ აქტივისტებმა კარავი გაშალეს. კარავზე გიგა ბოკერას და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებია მიკრული.

როგორც „შევინარჩუნე სიცოცხლეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლიკა გამრეკელმა განაცხადა, ითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას და სამართლიანობის აღდგენას.

„კარვის გაშლით პირველ რიგში ვაფიქსირებთ, რომ ამ საზოგადოებაში და საქართველოში ჩვენც ვართ. არსებობს საზოგადოება, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. ვითხოვთ ნაცების გასამართლებას და სამართლიანობის აღდგენას. ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლები, შვილმკვდარი მშობლები ამას 15 წელია ითხოვენ.15 წელია ითხოვენ, იმას, რასაც მალხაზ მაჩალიკაშვილი აპროტესტებს 2-3 წელია. ჩვენ მისი სოლიდარულებიც ვართ. ჩვენ აქ არ მოსვულვართ იმისთვის, რომ ვინმესთან დაპირისპირება გვინდა ან ძალადობა მოხდეს. ზუსტად მაგიტომ ვართ აქ, დავაფიქსიროთ, რომ ჩვენნაირი ახალგაზრდებიც არიან ამ ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა“ და ის სექტა, რომელიც დღეს პარლამენტიდან მორალზე გველაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მარტო ისინი არ არიან ამ ქვეყნად, ჩვენც ვართ და ჩვენც ვეუბნებით მათ, რომ ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე აუცილებლად წავლენ როცა დრო მოვა. ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა იყვნენ, რადგან ისინი მკვლელები და ჯალათები არიან“, – განაცხადა ლიკა გამრეკელმა.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, შალვა კუჭუხიძის განცხადებით, ორგანიზაციის წევრების მთავარი სათქმელი არის, რომ ხალხი, რომელიც საზოგადოების სახელით საუბრობს, მათ ამის მორალური უფლება არ აქვთ.

„საზოგადოების ნაწილი ჩვენც ვართ და მიგვაჩნია, რომ ეს ხალხი საზოგადოების სახელით არ უნდა გველაპარაკებოდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამ პერიმეტრზე არ დავუშვებთ სიტუაციის ესკალაციას, ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი სურვილია. ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამოდენიმე დაქირავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პიროვნება, რომლებსაც ეტაპობრივად აქ აგზავნიან და ცდილობენ, რაიმე სახით ჩვენი პროვოცირება მოახდინონ. ჩვენ აქ ვართ მშვიდობისთვის და არა ძალადობისთვის. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რაიმე სახის სიტუაციის ესკალაციის მცდელობა არ იქნება“, – განაცხადა შალვა კუჭუხიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები