პარლამენტთან კარვის გაშლის დროს ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს

Read Time:40 Second

პარლამენტთან კარვის გაშლის დროს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გრიგორიადისი  ადმინისტრაციული  წესით,  173- ე მუხლით არის დაკავებული.

ცნობისთვის, მამა, შვილის,  ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვს, რომელმაც შსს-ს მტკიცებით ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

ბექა გრიგორიადისმა 19 მაისს  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. “ჩემი შვილი შეეწირა რუსულ კანონს და თუ საჭირო გახდა, დღეს მე შევეწირები. ხალხს მობეზრდა წადი-მოდი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, ან ეს რუსული რეჟიმი, ან ჩვენ ის 90%-ი ვისაც ევროპა გვინდა. 26-ის მერე მე ვიწყებ სერიოზულ აქციებს, ამათ არ მივცემ იმის საშუალებას, რომ ჩემი შვილი გაამწარონ, გამორიცხულია ეს“,

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
100 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება,მოგვანიჭონ სტატუსი – წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უსამართლობა
Next post ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: მათ არ მიესვლებათ ხალხთან და რადიკალური დღის წესრიგის განხორციელებას ცდილობენ ჩვენი ქვეყნის გარეთ