პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ჩამქრალია

Read Time:28 Second

პარიზის ნოტრ-დამში ხანძარი ჩამქრალია. ამის შესახებ Le figaro წერს.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, მეხანძრეები დარჩენილ კერებზე დაკვირებასა და გახურებული შენობის გაგრილებას შეეცდებიან, რათა ცეცხლი ისევ არ გაჩნდეს. ხანძარს 9 საათზე მეტ ხანს აქრობდნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტაძარში XIII საუკუნის მრგვალი სარკმელი-ვარდულები განადგურებულია. განადგურდა ასევე ტაძრის შპილი და სახურავი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება.

წინასწარი ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები სახელდება, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის 200 წელი შენდებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ბახტაძე – ამ მძიმე წუთებში პარიზისა და საფრანგეთის გვერდით ვართ
Next post ხათუნა ბარათაშვილი-სირცხვილო და თავის მოჭრა!! – “ყველას მაგივრად მე გიხდით ბოდიშს”