პაატა მანჯგალაძე – „ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიწყინა და მოეწონა აქციები, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ გლდანში, მაგრამ თუ სიმშვიდე სურთ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა

Read Time:37 Second

„ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიწყინა და მოეწონა აქციები, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ გლდანში, მაგრამ თუ უნდათ სიმშვიდე, ქვეყნის სტაბილური განვითარება, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს რეაბილიტაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

„ვფიქრობ, დამშვიდდა, დაწყნარდა ყველაფერი. „ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიწყინა და თუ მოეწონა აქციები, მაშინ კი ბატონო, გადაიყვანონ გლდანში, მაგრამ თუ უნდათ სიმშვიდე, ქვეყნის სტაბილური განვითარება, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა.

ვფიქრობ, რომ მესამე პრეზიდენტს ესაჭიროება, როგორც ექიმები ამბობენ, სრული რეაბილიტაცია და ამ რეაბილიტაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მას. ეს არის ქვეყნის ღირსების საკითხი და ასევე ღირსების საკითხი უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“, ისე არ უნდა მოიქცნენ, როგორც არ ისურვებდნენ, რომ მათ მოქცეოდნენ. მგონი, მარტივი სტანდარტია ცხოვრების და ამას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი – ყველამ ნახა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჯანმრთელი, რუსთავის ციხეში გადაყვანაზე ექიმთა დასკვნების საფუძველზე გადაწყვეტილებას მიიღებს პენიტენციური სამსახური
Next post ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში „ომიკრონი“ ჯერ არ გამოჩენილა, წინასწარი შედეგებით, ამ შტამით რეინფიცირება ​დაახლოებით სამჯერ მეტია