პაატა კვიჟინაძე – როცა ერთი გუნდია, ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები ჭიათურას და ახალ მერს
როცა ერთი გუნდია, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები ჭიათურას და ახალ მერს – განაცხადა „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძემ.
როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება, მოხდა სოფლების გაზიფიცირება, მოწესრიგდა წყალმომარაგება.
„ჭიათურის 22 სოფელია უკვე გაზიფიცირებულია, მოწესრიგდა წყალმომარაგება, ცენტრალური გზები ყველა სოფელში დაიგო. ყველაზე მთავარი ჩვენი ქალაქისთვის არის, „ჯორჯიან მანგანეზთან“ დამოკიდებულება, რადგან ჭიათურა და მარგანეცის მოპოვებას დიდი ისტორია აქვს და პრაქტიკულად განუყოფელია. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ მხრივ ძალიან კარგი ტენდენციაა. ,,ჯორჯიან მანგანეზს’’ და მერიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელშიც ზუსტად გაწერილია, რა დროს რა ღონისძიება უნდა შესრულდეს მდინარე ყვირილასთან დაკავშირებით, კოოპერატივებთან დაკავშირებით, თუ რეკულტივაციის მიმართულებით. ქალაქს გადმოეცა უნიკალური შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ მუზეუმი განთავსდება, რომელიც ტურისტული კუთხითაც საინტერესო იქნება.
მემორანდუმის ფარგლებში ფინანსური დახმარება განსაზღვრულია მცირე მეწარმეებისთვის. იწყება დიდი პროგრამა, რომელიც ნერგების დარგვიდან ნაყოფის რეალიზაციამდე უზრუნველყოფს სამუშაოებს. მემორანდუმის შესრულების პროცესში მოსახლეობა იქნება აქტიურად ჩართული, რათა მათ გააკონტროლონ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი. მჯერა, რომ ორი წლის შემდეგ, ჩვენ გვექნება გაუმჯობესებული ეკოლოგიური გარემო. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გზის საფარის დაგება დასრულდება. თითქმის მთელ ჭიათურა იქნება გაზიფიცირებული. წყალმომარაგების საკითხები იქნება ბევრად წინ წასული. მდინარე ყვირილა იქნება სუფთა და დასრულდება რეკულტივაცია.
მინდა მადლობა გადაუხადო მთავრობის წევრებს, რადგან ყოველთვის მზად არიან დახმარება აღმოგვიჩინონ პრობლემების გადაჭრაში. როცა ერთი გუნდია, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები ჭიათურას და ახალ მერს.’’ განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ფრთხილად იყავით…“ – ასტროლოგი 3 გეომაგნიტურ დღეს ასახელებს
მიმდინარე კვირა სასიკეთოა, თუმცა, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 3 გეომაგნიტურ დღეს ასახელებს. „ორშაბათი, სამშაბათი და შაბათი - სამი გეომეგნიტური დღე გვაქვს....
მიუღებელია, ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით – რატი ბრეგაძე
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ შთაბეჭდილებას არგუმენტით ვერ ამყარებდე, კატეგორიულად მიუღებელია,...
სოზარ სუბარი: ვერც კელი დეგნანი, ვერც მეთიუ მილერი და ვერც მოქმედი ელჩი ვერ მოგვევლინებიან ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის პოლიტიკას
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის სუვერენიტეტსა და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას შორის. როგორც მან...
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, “რუსული კანონი” დაარქვა
„სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ,...
მაკა ბოჭორიშვილი: რატომ არის სრულიად სამაყრო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს – გამჭვირვალობას, არის ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ სხვა...
გიორგი გახარია: „ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ
„ოცნებას" ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი,...