პაატა იმნაძე: ქვეყანაში ამ დროისთვის COVID-19-ის გარდა სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს

Read Time:29 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, გარდა „კოვიდ-19“-ისა, სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს, რომლებიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივი მიმდინარეობა აქვს.

მისივე თქმით, ამის გარჩევის ერთადერთ გზა ტესტირებაა.

„ქვეყანაში ყოველკვირეულად მიმდინარეობს მონიტორინგი სხვა ტიპის ვირუსებთან დაკავშირებით. ბოლო კვირებში სხვა ე.წ. გაციების ვირუსებიც ცირკულირებს, მათ შორის COVID-19-ის გარდა ჩვეულებრივი კორონავირუსებიცაა, რომლებიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გარკვეული ადენოვირუსები და რინოვირუსებიცაა, რომლებიც, ძირითადად, სურდოს იწვევს. ამის გარჩევის ერთადერთი გზა არის ის, რომ თუ ადამიანს აქვს ტემპერატურა და რაიმე სიმპტომი, პირველ რიგში, მან უნდა ჩაიტაროს ტესტი კორონავირუსზე“, – განაცხადა იმნაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეროვნულმა ბანკმა 27 500 000 აშშ დოლარი გაყიდა
Next post ამირან გამყრელიძე: კოვიდის აქტიური შემთხვევები მატულობს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა იზრდება