პაატა იმნაძე: მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი

Read Time:32 Second

მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად. „ამიტომ მინდა ყველა ჩემს კოლეგას, თითოეულ თანამოქალაქეს მოვუწოდო – იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. ხედავთ, რომ არაფერია საშიში“, – აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, ღამის მონაცემებით, ვაქცინის გასაკეთებლად 2000-ზე მეტი ექიმი დარეგისტრირდა.

„ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში. პირველ დღეს რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალი. იმედია, ჩემი კოლეგები, რაც უფრო მეტი დრო გავა, მეტი დარეგისტრირდება. თავს ვგრძნობ გადასარევად“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
Next post ამირან გამყრელიძე ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას არ გამორიცხავს