პაატა იმნაძე: ახლა ჩვენი მთავარი მტერი თავყრილობებია

Read Time:24 Second

თუ არ გვინდა შეზღუდვები, ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ჩვენი მთავარი მტერი თავყრილობებია.

„ყველა ეპიდემიური აფეთქება, კლასტერი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის ქეიფების მერე. სამწუხაროდ არის როგორც ჭირის სუფრების, ასევე ქორწილების სუფრების მერე. ამ სიტუაციაში ამას უნდა გადავეჩვიოთ. ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 285 645 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 275 547, გარდაიცვალა 3840 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
Next post კახა კალაძე: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაშლიჯვარში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით