მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 25 Second

გვარების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ძალიან ბევრი დამსახურებული ვეტერანი კალათბურთელი იღებს სწორედ იმ დახმარებას, რაც მისთვის და მისი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული სპორტი მაღალ დონეზე უნდა იყოს განვითარებული და თავაწეულებმა ვიაროთ, რადგან სპორტი ქვეყნის ელჩია საზღვარგარეთ.

„სახელმწიფოს სათავეში ყოფნა უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს განმაპირობებელი და განმსაზღვრელი იმ პოლიტიკისა, რასაც სპორტის დახმარება და სპორტის მიმართ ქველმოქმედების გაწევა ჰქვია და ჩემი აზრით, სწორედ ამას გულისხმობდა ბატონი ბიძინა. აქ არის ზოგადად სპორტის განვითარებასა და მხარდაჭერაზე საუბარი. სპორტის ნებისმიერი სახეობის წარმომადგენელიც იმავეს იტყვის, რადგან აშკარად დავინახეთ ჩვენ უფრო მეტი ხელშეწყობა და მხარდაჭერა. რომ არა სახელმწიფოებრივი მიდგომა, როდესაც კალათბურთის დარბაზის მშენებლობა დაიწყო, ის ადამიანები, რომლებიც წყვეტენ როგორი უნდა იყოს სპორტისადმი პოლიტიკა, რომ არ შეიძლებოდა ამ სპორტული ღონისძიების არ ჩატარება. ჯერ საქართველოს არ ჰქონია ამ დონის სპორტული ღონისძიება და ისხდნენ და ფიქრობდნენ, რა გაგვეკეთებინა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში იყო ეკონომიკური პრობლემები, რომელსაც თან დაემთხვა პანდემია. სწორედ ამ მიდგომაზეა საუბარი. შესაძლოა, ბატონი ბიძინა უშუალოდ არ მონაწილეობდა ამ განხილვებში, მაგრამ მან იცოდა ყველაფერი და მისი ნებართვითა და თანხმობით მოხდა ყველაფერი, მათ შორის ის, რომ შენდება დარბაზი.

დღეს ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებივით არ გვაქვს პირობები. NBA-ის ყოფილი კალათბურთელები იმდენად მაღალ პენსიას იღებენ, რომ მათი სიცოცხლის ბოლო წლები უზრუნველყოფილია. ჩვენ ეს ფუფუნება არ გვაქვს. გვარების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ძალიან ბევრი დამსახურებული ვეტერანი კალათბურთელი იღებს სწორედ იმ დახმარებას, რაც მისთვის და მისი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის მიდგომა, რაც დამკვიდრდა ბოლო წლებში, რომ ყველა დარგი უნდა იყოს განვითარებული და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სპორტია, ეს არის მთავარი მონაპოვარი, მისასალმებელი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ კუთხით ყველაფერი უფრო მეტად გაღრმავდება, უფრო მეტად განვითარდება და სპორტის თითოეული სახეობა მიაღწევს იმას, რომ ყველგან წარმატებულები ვიქნებით. “, – განაცხადა პაატა გურასპაულმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები