მარტი 29, 2024
0 0
Read Time:45 Second

ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით, ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ იბრძოლებს, – ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

წელს, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად, კიდევ 2 ქართული ფილმი იბრძოდა: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” (რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე) და „პერსონა #2“ (რეჟისორი ნინო ბასილია).

წარდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრით გამოავლინა.

კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: მერაბ ნინიძე, ნანა ჯორჯაძე, ნანა ექვთიმიშვილი, დეა კულუმბეგაშვილი, ​კონსტანტინე ჩლაიძე, გიორგი ოვაშვილი, რატი ონელი, ლევან კიტია, ვლადიმერ კაჭარავა, ალექსანდრე გაბელია, გიგიშა აბაშიძე, ია სუხიტაშვილი, ირაკლი სოლომანაშვილი, მარიამ ჭაჭია და თამთა გაბრიჩიძე.

„მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.

ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზისა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები