“ორსულობისას ქმარი ყველანაირად უნდა ეცადოს, ქალს კომფორტული გარემო შეუქმნას”

Read Time:5 Minute, 12 Second

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნივენლოვანესი ფაქტია. ამ დროს ქალს ორი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა აბარია, ამიტომაც ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ მეან-გინეკოლოგ ქეთევან მგალობლიშვილს ორსულობაზე, მის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობასა და გართულებებზე, ანუ პათოლოგიებზე ვესაუბერთ.

– თავდაპირველად ყურადღება მინდა შევაჩერო იმაზე, თუ როგორ დგინდება ორსულობა. ბევრს ჰგონია, თუ მენსტრუალური ციკლი გადაუცდება, ესე იგი ორულობასთან გვაქვს საქმე, არადა ასე არაა. მენსტრუალური ციკლის გადაცდენა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად საკვერცხის კისტით, ჰორმონალური დარღვევებით და ა.შ. თუ არსებობს ეჭვი ორსულობის შესახებ, დასადგენად

აუცილებლად უნდა მიმართონ მეან-გინეკოლოგს და ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები. შესაძლოა, მხოლოდ ექოსკოპია არ იყოს საკმარისი პასუხის მისაღებად, რადგან 3-4 კვირამდე საშვილოსნოში ორსულობა ფაქტობრივად არ ჩანს, ამიტომ თუ არის ეჭვი და ექოსკოპია გვაძლევს მინიშნებას, რომ საკვერცხე იმ თვეში ნამუშევარია, ან გასქელებულია ენდომეტრიუმი და ემზადება ემბრიონის მისამაგრებლდ, ვაკეთებთ დამატებით კვლევებს. პირველ რიგში ქორიონული გონადოტროპინის ჰორმონს ვამოწმებთ სისხლში, რომელიც უტყუარ პასუხს იძლევა, თუ მისი მაჩვენებელი მომატებულია, ესე იგი ორსულობა არის. თუმცა, ორსულობის დადგენა მხოლოდ ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით არ შეიძლება მოხდეს, რადგან ეს ჰორმონი იმატებს მაშინაც, თუ გარე ორსულობაა, ამიტომ საჭიროა კომპლექსური კვლევა. ამასთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს

ასევე დაგაინტერესებთ
 ანამნეზის სწორად ჩამორთმევას და შეკრებას. ხშირად ქალებმა არ იციან, რა უნდა მოუყვნენ ექიმს, მით უმეტეს თუ პირველ ორსულობასთან გვაქვს საქმე, ვერ ხვდებიან, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მეან-გინეკოლოგისთვის, ამიტომ თავად ექიმმა უნდა დაუსვას ისეთი კითხვები, რომ მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეს პაციენტის შესახებ.

ორსულობის დადგენის შემდეგ, ქალი გაივლის მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, ჩააბარებს სისხლის ჯგუფისა და რეზუსის ანალიზს, იმიტომ, რომ ორსულთა მართვა რეზუს უარყოფითიანებში სულ სხვანაირია, დადებითიანებში – სხვანაირი. ამასთან, აუცილებლად უნდა გაკეთდეს კოაგულოგრამა. შეიძლება, ძველ ხალხს გაუკვირდეს, რა საჭიროა ამდენი ანალიზიო, მაგრამ ბოლო პერიოდში წამოიწია წინ ისეთმა დაავადებამ, რასაც ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ეწოდება, ის ორსულობის შეწყვეტაში წამყვან როლს ასრულებს და კოაგულოგრამით დგინდება. ორსულობის დროს ქალის ორგანიზმი გარდაიქმნება, ამიტომაც შეიძლება მრავალმა გართულებამ იჩინოს თავი. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ქალს შესაძლოა, არ აწუხებდეს არაფერი, მაგრამ ორსულობის დროს, მოიმატოს ვთქვათ, გლუკოზის მაჩვენებელმა, ან პირიქით, კალციუმის, დე ვიტამინის ნაკლებობა დაეწყოს, არადა ეს აუცილებელია ნაყოფის სწორად განვითარებისათვის. ამ საკითხში ასევე უმნიშვენლოვანესია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის განსაზღვრა, რადგან ორსულობისას ფარისებრი ჯირკვალი 30-40% დატვირთვას საკუთარ თავზე იღებს, თუ ჯანმრთელია, მაშინ თავიდანვე შეეგუება და ცვლილებებს არ გამოიწვევს. მაგრამ თუ ანამნეზში ფიქსირდება რაიმე სახის პრობლემა, მაშინ იოდის დამატება აუცილებელია, სიტუაციის შეფასების შემდეგ კი შესაძლოა, ენდოკრინოლოგთან გადამისამართებაც გახდეს საჭირო. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ორსულობას აუცილებლად თან ახლავს გართულებები, უბრალოდ, ფეხმძიმობისას ყველა მიძინებული ქრონიკული დაავადება იღვიძებს, ამიტომაც საჭიროა კონტროლი. უცილებელია შეფასდეს ქალის ჯანმრთლეობის ზოგადი მდგომარეობა, რაიმე ქრონიკული დაავადება ხომ არ ჰქონია, ხომ არ აწუხებს გასტრიტი, ტრავმატოლოგიური ან ხერხემლის პრობლემები, კენჭოვანი დაავადებები და ა.შ. მოკლედ, ანამნეზის შეკრებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ექიმმა არ უნდა იჩქაროს, ესაა უმთავრესი. პაციენტმა არ იცის, რა მოგიყვეს და რა – არა, უნდა დაუსვა ბევრი კითხვა, რომ მიიღო მაქსიმალური ინფორმაცია პროცესების სწორად მართვისთვის.

– ორსულობას ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ტოქსკოზი, რა იწვევს ამას?

– ტოქსიკოზთან ერთად ზოგიერთ ქალს ორსულობის პერიოდში შეიძლება, უჰაერობაც აწუხებდეს. მსგავსი ჩივილები ძირითადად ორსულობის პირველ პერიოდში იჩენს თავს, ზოგს – უფრო დიდხანსაც მიჰყვება ხოლმე. ხშირ შემთხვევაში ამ ტოქსიკოზის მიზეზი ემოციური ფონია, ქალი ორსულობის დადგომისას გარდაიქმნება, მრავალნიაირ ცვლილებებს განიცდის ორგანიზმი და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ეს აისახება ქალის შინაგან განწყობაზე, შემდეგ უკვე იღებს ასეთ გამოხატულებას. ამიტომ ემოციურ ფონს, გარემოს, სადაც ორსულს უწევს ყოფნა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე უდიდესი როლი ეკისრება მეუღლეს, ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ შეუქმნას მისთვის კომფორტული გარემო, რადაგნ ქალი ამ დროს ისედაც ბევრ დისკომფროტს განიცდის.

 

– რომელია ორსულებში ყველაზე გავრცელებული პრობლემები ?

– დღემდე არიან ადამიანები, ვინც სვამენ კითხვას, ამდენ ექსოკოპიას რომ გვაკეთებინებთ, საზიანო ხომ არაა? ექიმის ინტერესში არასდროს არ შედის პაციენტის ექსოკოპიაზე გაშვება, თუ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს, ამ შემთვევაში საუბარია არაგეგმიურ ექოსკოპიაზე. ყველაზე გავრცელებულ პრობლემების სათავეში კი 12 კვირამდე მოშლა დგას, რასაც ძირითადად ანტიფოსფოლიპიდური სიმდრომი იწვევს. ეს გახლავთ სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ორსულობისას სისხლი სქლედება, ორმაგდება ამიტომ ვნიშნვათ ბევრ სითხეებს, სისხლს შედედებისკენ აქვს მიდრეკილება, ეს კი ხელს უშლის ემბრიონის მიმაგრებას და ხდება გამოდევნა. იმისათვის, რომ სისხლი გათხელდეს და იყოს კარგი მიმოქცევა სითხეების მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან ერთად სხვა პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოს მოშლა, მაგრამ ეს საკმაოდ გავრცელებულია… ასეთივეა ე.წ. ტონუსი.

– ამაზე მინდოდა მეკითხა, ორსულთა დიდ ნაწილს აწუხებს ტონუსი სხვადასხვა ვადაზე.

– ტონუსი ორსულობის პირველ პერიოდში ექოსკოპიური კველევისას კარგად არ ჩანს, 7-8 კვირაზე კი უკვე ნათლად შესამჩნევია. 20-25 კვირაზე კი მეტად საფრთხილო, რადგან ამ დროს შეიძლება მოხდეს საშვილოსნოს ყელის დამოკლება, რაც იწვევს ნაადრევ მშობიარობას და სხვა გართულებებს. ამიტომ თუ იგრძნობს ორსული დაჭიმულობას, ტკივილს მუცლის და წელის არეში უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს, ეს ყვეალფერი შეიძლება, გამოწვეული იყოს გადაღლისგან, მაგრამ დაკვირვება მაინც სჭირდება, ტონუსის დროს ბე ჯგუფის პრეპარატები ძალიან კარგად მოქმედებს, ეხმარება საშვილოსნოს მორბილებაში, რაც ხსნის დაჭიმულობას.

 

– ახლა მინდა იმ მცდარ წარმოდგენებზე ვისაუბროთ, რაც ქალებს აქვთ ორსულობაზე.

– ორსულის დედებს, ბებიებს, დედამთილებს ხშირად ჰგონიათ, რომ ფეხმძიმე ქალი უნდა იჯდეს სახლში, არ უნდა იმუშაოს, არ უნდა დაჯდეს საჭესთან, არ უნდ აწავიდეს ზღვაზე და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა, მე მყავს ირგვლივ ძალიან აქტიური ორსული ქალბატონები, რომლებიც კიდეც მუშაობენ, საჭესთანაც სხედან დაზღვაზეც დადიან და ამ ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ ზიანს არც ნაყოფს და არც საკუთარ თავს არ აყენებენ. ორსულობისას აქტიური ცხოვრების რეჟიმი – ცურვა, სეირნობა, ძალიან კარგია… ასევე ჰგონიათ ხოლმე, რომ სქესობრივი კავშირი საზიანოა, პირიქით, ეს შეიძლება სასარგებლოც იყოს ორსულობის სხვადასხვა ვადაზე, რადგან ეს ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, რაც ორსულის როგორც შინაგან, ასევე გარეგან სამყაროზე დადებით ეფექტს ახდენს. ეს რასაკვირველია ეხება იმ შემთხვევას, როცა ორსულობა მიდის გართულებების გარეშე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ სქსობრივი გზით რაიმე ინფექციის შეტანა მოხდა ორგანიზმში, ეს რასაკვრელია დამატებით პრობლემებს ქმნის და ეს სხვა საკითხია, მაგრამ დადგენილი ნორმის ფარგლებში ყველაფერი შეიძლება. გარდა ამისა, ორსულობის მეორე ნახევარში, ქალებს აწუხებთ ხოლმე ტოქსიკოზი, წნევა, შესიება… ამ დროს ურჩევენ, რაციონიდან ამოიღონ მარილიანი საკვები, სითხეები, რაც დიდი შეცდომაა, სითხეს დიდი მნიშვნელბა აქვს ორსულისთვის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რაციონიდან თუ რამე უნდა ამოიღოს ქალმა, ეს არის გაზიანი სასმელი, ცხიმინი საკვები, ცომეული საერთოდ რატომ უნდა მიიღოს ვერ ვიგებ და ასევე ალკოჰოლი. ხშირად მეკითხებიან, ლუდი შეიძლება, ის ხომ ალკოჰოლს მცირე რაოდენობით შეიცავს? ვპასუხობ, რომ არა, არ შეიძლება. ასეთ დეტალებს უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ ვიდრე იმას, რომ მაგალითად, თმის შეჭრა-შეღებვა დააზიანებთ, სულ უნდა იწვნენ, დაისვენონ და ა.შ.

 

– ჩვენებები, რომელიც არ უნდა დატოვოს ორსულმა უყურადღებოდ…

– ტემპერატურის მატება, პირღებინება. შეიძლება ტოქსკიოზი ჰქონდეს , მაგრამ 5-6- ჯერ პირღებინება ნორმალური არა და აუცილებლად უნდა ჩააყენონ ექიმი საქმის კურსში, აირების დაგროვება, გულის ფრიალი, კიდურების ტკივილები, ფაღართი.. მქონია შემთხვევა, პაციენტს 3-4 დღე ფაღარათი აქვს და არაფრად მიაჩნია, ასე არ შეიძლება, რადგან უნდა გამოირიცხოს ინფექციის არსებობა ორგანიზმში… ეს იმ ჩვენებების არასრული ჩამონათვალია, რაც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს ორსულს. ზოგადად, ექიმთან ხშირი კონტაქტი და საქმის კურსში ჩაყენება, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

www.mshoblebi.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიჭმა სიკვდილამდე დაიძახა: უთხარით, რომ მიყვარსო – თვითმკლვლელობა სიყვარულის გამო
Next post ბავშვს მანქანამ დაარტყა, დედამ კი სასწრაფოს გამოძახებაზე უარი თქვა