მარტი 29, 2024
0 0
Read Time:46 Second

ოპოზიცია სამოქმედო გეგმას ხვალ, 12:00 საათზე გააჟღერებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ზურგი შეაქცია არამხოლოდ საკუთარ ხალხს, არამედ ევროპას და მთელ დასავლეთს. ეს იყო მათი პასუხი იმ მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისში. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს. ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იყო სრულად კონსტრუქციული არამხოლოდ მოლაპარაკებებში, არამედ თავის ქმედებებშიც.

ჩვენ პრაქტიკულად უარი ვთქვით ყველანაირ პროტესტზე ქუჩაში, ვიდრე არ დასრულდებოდა მოლაპარაკებები, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ კიდევ გამოინახებოდა საღი აზრი „ქართულ ოცნებაში“ და ჩვენ მივიდოდით გარკვეულ შეთანხმებამდე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ გავაუქმეთ ყველა აქცია და მათ შორის უარი ვთქვით ხვალინდელ აქციაზე, რომელიც იყო დაგეგმილი, მაგრამ ხვალიდან ჩვენ გადავდივართ მოქმედების სულ სხვა რეჟიმსა და სულ სხვა ტალღაზე, ამიტომ ჩვენი გეგმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში და როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, ხვალ, 12:00 საათზე გამოვაცხადებთ რუსთაველზე“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები