ოპოზიცია კვლავ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. რას ამბობენ პარტიების წარმომადგენლები

Read Time:1 Minute, 11 Second

როდის შედგება დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ამ ეტაპზე უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დიალოგს პერსპექტივა არ აქვს, თუ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება მთავარი მომლაპარაკებელი. ოპოზიციის მოთხოვნები ისევ უცვლელია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება მოლაპარაკებების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

„თუ ხელისუფლებას მოლაპარაკებების გახსნა სურს, მაგიდაზე დევს ის ექვსი პუნქტი, რომელიც შარლ მიშელმა დატოვა. იმისთვის, რომ წარიმართოს დიალოგი, აუცილებელია, პოლიტპატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვონ. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ნიკა მელიას, რომელიც არა ციხეში, არამედ – მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს. ამასთან, განხილვის მთავარი თემა უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.

კვლავ ვადამდელი არჩევნების შესახებ საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“.

„როდესაც ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება მიითვისა და არჩევნები გააყალბა, ამის შემდეგ, კომპრომისი სწორედ ისაა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ხელისუფლებისთვის პლებისციტი არც არავის შეუთავაზებია. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეების შეჩერება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“ – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია.

„სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, რომ კომპრომისს მმართველი გუნდისგან ელიან.

„მოლაპარაკებაზე, კომპრომისული წინადადებით ვინც უნდა მოვიდეს, ესაა „ქართული ოცნება“. ჩვენი შეთავაზებაა ის ექვსი პუნქტი, რაზეც შევთანხმდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ან ამაზე ვისაუბრებთ, ან საერთოდ არ შედგება ეს მოლაპარაკებები“ – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე.

ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ „ლელოშიც“.

„კომპრომისი არის პაკეტური შეთავაზება, რომელიც განხილული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. პლებისციტი განიხილებოდა მთავარ კონსენსუსად იმისთვის, რომ მივსულიყავით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე. ხალხს უნდა ვკითხოთ, სურთ მათ არჩევნები თუ არა. თუ მდინარაძეს რაიმე სხვა განწყობა ან მოლოდინი ჰქონდა ოპოზიციისგან, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, – ამბობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ლანა გალდავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნება“ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next post ჟიული შარტავას დაბადებიდან 77 წელი გავიდა