ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Read Time:25 Second

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთ​ში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსზე ტესტირება 235 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 640 შემთხვევაა დადასტურებული, 165 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტოჩინოშინი აკი ბაშოს პირველ დაპირისპირებაში დამარცხდა
Next post იოსებ ხახალეიშვილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ქუთაისელებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს