ოკუპანტებმა არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული 2 პირი გაათავისუფლეს

Read Time:23 Second

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან გაათავისუფლეს.

მათ ე.წ საზღვარი უკვე გადმოკვეთეს და ცოტა ხნის წინ მცხეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

იქ იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.  მისი ცხედარი ცხინვალის მხარეს საქართველოსთვის ჯერ არ გადაუცია.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა  ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეჯეფ თაიფ ერდოღანი – როდესაც სირიაში ასეთი რამ ხდება, სად არის ნატო, რატომ არ იკავებს ჩვენს მხარეს
Next post NASA დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდის დასაშლელად ბირთვულ იარაღს გამოიყენებს