ოთარ კახიძე: გიგა ბოკერია არასდროს ირხეოდა „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“

Read Time:27 Second

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარტიის ყრილობაზე, გიგა ბოკერიას დახასიათებისას, იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამებიდან“ მოიხმო შედარება და აღნიშნა, რომ ის არასდროს ირხეოდა „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“.

„ხაზგასასმელია ჩვენი პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას როლი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებდა, ხმამაღალი სიტყვა ეთქვა ქართულ პოლიტიკაში, ყოველთვის დაეცვა ის პრინციპები, რომლისაც მას სჯერა. ვგულისხმობ ლიბერალურ დემოკრატიას, ქვეყნის დასავლურ კურსს, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასა და ზოგადად – თავისუფლების იდეას. ის არასდროს ირხეოდა „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა“. გიგა ბოკერია ყოველთვის ახერხებდა თავისი თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებას. ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ასეთი ლიდერები“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: უკრაინაში ელჩის დაბრუნების საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება
Next post ნიკოლოზ სამხარაძე: გვახსოვს სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლები და საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერი, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი