ნოტარიუსთა საერთო კრება გაიმართა

Read Time:59 Second

გასული  წლის ანგარიში და 2023 წლის გეგმები კრებას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ წარუდგინა.

შშმ პირთათვის ადაპტირებული სანოტარო ბიუროები ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მხრივ, ნოტარიუსთა პალატამ  შშმ პირებისთვის სანოტარო მომსახურების სრულად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ეტლით მოსარგებლეთათვის სანოტარო ბიუროში შეღწევადობის კუთხით, თბილისში არსებული სანოტარო ბიუროების კვლევა ჩაატარა.

სამომავლოდ კი მომზადდა ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში  ცვლილების პროექტი, რომელიც ბიუროს პარამეტრად შშმ პირებისათვის ადაპტირებას ითვალისწინებს.

დავით ფუტკარაძემ საერთო კრებაზე არქივის დიგიტალიზაციაზეც ისაუბრა.  სანოტარო არქივის გაციფრულება  მნიშვნელოვნად შეამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს.  მოქალაქეები  კი,  სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას  მიიღებენ.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნოტარიუსებთან  საკანონმდებლო სიახლეების შესახებაც ისაუბრა.

,,გასული წლის სიახლეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად ნოტარიუსთა თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65- დან 70 წლამდე გაიზარდა. ეს დაპირება იუსტიციის მინისტრმა შარშან, ნოტარიუსთა საერთო კრებაზე გააჟღერა და ის სულ რამდენიმე თვეში განხორციელდა“, – აღნიშნა დავით ფუტკარაძემ.

ნოტარიუსები თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევამდე უფლებამოსილების განხორციელებას იუსტიციის მინისტრისადმი მიმართვისა და შესაბამისი ბრძანების გარეშე შეძლებენ.

კრების ბოლოს ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 2022 წელს თანამდებობაზე სულ 13 ნოტარიუსი დაინიშნა. შედეგად,  სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალი უფრო მეტად გაიზარდა. ზოგიერთ რაიონში კი სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელმა კვლავ შეინარჩუნა მეორე ადგილი
Next post ჯონდი ბაღათურია – მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა ინტერესი პარტიის მიმართ, რადგან გაიაზრა, რომ იქ ყველაფერი მკვდარია, ახლა მისი მთავარი ინტერესია, თავისი ტყავი გადაირჩინოს