ნინო ჟვანია – მინდა, თოფაძეების ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის

Read Time:42 Second

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.

სასამართლო სხდომაზე ბუსა ჟვანიას ბიძა გოგლა ჟვანია და დედა ნინო ჟვანია იმყოფებიან. როგორც ნინო ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია, რომ ლევან თოფაძე გადარჩა და ჯანმრთელად არის.

„მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის. ვისურვებდი, მე დამმართნოდა ეს. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მიმდინარეობს გამოძიება. ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავით და ახლა ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. ვფიქრობ, რომ დაუმძიმდება ბრალი. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, რომ მძიმეს”, – აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, თოფაძეების ოჯახში მხოლოდ ბოდიშის მოსახდელად რეკავდა და არა მოსალაპარაკებლად.

თბილისში ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია, რომელსაც ასევე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტიქიით დაზარალებულ, ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია
Next post ლაშა ნაცვილიშვილი-დღევანდელ ნაცოპოზიციაში შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეზე აქტიურობენ